წარსულში ცნობილი კოტ დიუარელი ფეხბურთელი, იაია ტურე, საფეხბურთო აგენტი გახდა. 36 წლის ტურე ბოლოს “ოლიმპიაკოსის” ღირსებას იცავდა.
2007-2010 წლებში ფეხბურთელი “ბარსელონას” ღირსებასაც იცავდა, მან “ბლაუგრანას” მაისურით 118 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ტურემ კატალონიის დედაქალაქში 7 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაც.
2010 წელს აფრიკელმა ინგლისში, “მანჩესტერ სიტის” მიაშურა, სადაც 2018 წლამდე ასპარეზობდა, ბოლო ორ სეზონში კი კვლავ პეპ გვარდიოლასთან.




ნეტა ვისი აგენტი გახდება როგორ მაინტერესებს
სიტუაცია:
იაია გახდა რომელიმე ფეხბურთელის აგენტი.
იაია რომელიმე კლუბს სთავაზობს შეიძინონ მისი კლიენტი,კლუბი უარს ამბობს.ტურე კი მათ სასამართლოში უჩივის რასიზიმის გამოვლინების გამო.
(თუ გახსოვთ, მიხვდებით)
საინტერესოა მწვრთნელის ლიცენზიას თუ აიღებს
პსჟ ან მონაკოს რომ ჩააბარებენ (მსხვილი კაპიტალით, ვარსკვლავებით და ტრანსფერებით)
და საინტერესო იქნება ამისი ჯახი გვარდიოლასთან, მწვრთნელის რანგში