workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აგვედევნე Twitter-ზე, მიიღე ცოდნა და სტატუსი

აგვედევნე Twitter-ზე, მიიღე ცოდნა და სტატუსი

Barcamania.Ge-ს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, დაიწყოს ახალი კონკურსი Twitter-ის მომხმარებლებს შორის. კონკურსის არსი მდგომარეობს შემდგომში – ყოველდღიურად, Twitter-ის ჩვენს გვერდზე, დაიდება კითხვა “ბარსელონასთან” დაკავშირებით. თქვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე გასცეთ კითხვას პასუხი. პასუხის გაცემა მოხდება Reply ფუნქციის დახმარებით. ქულა მიიღებს პირველი 3  სწორი პასუხის ავტორი შემდეგი სისტემით – პირველი პასუხი 3 ქულა, მეორე პასუხი – 2 ქულა, მესამე პასუხი – 1 ქულა. თვის ბოლოს, დაჯამდება ქულები და გამოვლინდება თვის გამარჯვებული, რომელიც მიიღებს დროებითი მწერლის სტატუსს 1 თვით, რაც შემდგომში, მწერლის სტატუსის მიღების შანსია.

აღნიშნულ კონკურსს შეგვიძლია ვუწოდოთ საგანმანათლებლო. ჩვენი მიზანია, “ბარსელონას” გულშემატკივრებს, კონკურსის საშუალებით, მივაწოდოთ ინფორმაციები კლუბის შესახებ.

პროექტის განხორციელება დაიწყება 1 აპრილს.

იმისათვის, რომ კონკურსში მონაწილეობის საშუალება გქონდეთ, უნდა შეხვიდეთ ჩვენს გვერდზე და გამოიყენოთ ფუნქცია Follow.

ვისაც არ აქვს Twitter-ის ანგარიში, მათ საიტზე რეგისტრაცია შეუძლიათ ამ მისამართზე.

 

კითხვების გაჩენის შემთხვევაში, დაწერეთ კომენტარი, ან დაგვეკონტაქტეთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში