კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების მცველმა, კარლეს პუიოლმა, შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს, “უეფას” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის პირველ შეხევრაში, სადაც “ბლაუგრანა” დაუპირსიპირდება “შახტარს”. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
მოგეხსენაბათ, კატალონიელმა მედიკოსებმა, კარლეს პუიოლს აუკრძალეს მოედანზე გამოსვლა უახლოეს მომავალში, ამის გამო მას უწევდა “შახტართან” მატჩის გაცდენა, თუმცა გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ კაპიტნის საქმე უკეთესობისაკენ წავიდა და შესაძლებელია მისი სტადიონზე ხილვა. როგორც ჩანს, პუიოლს ტრავმა არ გამიზეზებია და სასვსებით რეალურია მისი ხილვა დონეცკელთა წინააღმდეგ.
