მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რას ნიშნავდა კოუტინიოს აღნიშვნა?

რას ნიშნავდა კოუტინიოს აღნიშვნა?

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” 3:0 დაამარცხა. მესამე გოლის ავტორი ფილიპე კოუტინიო იყო, რომელმაც 61-ე წუთზე შორეული დარტყმით ბურთი დე ხეას კარის შორეულ კუთხეში გადაგზავნა.
გოლის აღნიშვნისას ბრაზილიელმა ხელები ყურებთან მიიტანა, რითაც აჩვენა, რომ ის არ უსმენს და ყურადღებას არ აქცევს მისადმი კრიტიკულად განწყობილ გულშემატკივრებს. როდესაც კოუტინიო 81-ე წუთზე უსმან დემბელეთი შეცვალეს, მან პუბლიკისგან აპლოდისმენტებიც დაიმსახურა, თუმცა, შესაძლოა, ოვაცია ფრანგ ფეხბურთელს უფრო მიემართებოდა, ვიდრე ბრაზილიელს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (9)

  • ფრენკ დე იონგი
    schedule 18 აპრ 2019, 11:12

    Icit ra sheileba kous ragac periodi udgas magram is dembeles yoveltvis jobda da ajobebs sul ro calfexa iyos

  • M10 S9 D11
    schedule 17 აპრ 2019, 17:04

    ეგ კრიტიკა რო დაუმსახურებელი არაა ეგეც კარგად ეცოდინება იმედია აწი უფრო მოინდომებს და ათამაშდება

    ციტატა: პეპ გუარდიოლა

    ციტატა: Cule 001
    მომკალით და მე კოუტინიო დემბელეს მირჩევნია, ძნელია როცა შესაძლებლობების გამოჩენის საშუალება არ გეძლევა.


    კოუ თავის თავს რომ არ გავს ეგ იასნია მაგრამ დემბელე რომ ისეთი ნიჭიერი ვერაა რასაც აქ აფანატებენ ესეც ორჯერორის თემაა.. სამომავლოდ არც კოუ გამოდგება ფლანგზე და მითუმეტეს ვერც სლემბელეთი ვიხეირებთ, ფელიშეა მოსაყვანი და დემბელე გასაყიდი ან გასაიჯარებელი.


    cry cry cry cry cry cry cry cry

  • Frenkie de Jong 21
    schedule 17 აპრ 2019, 16:53

    ციტატა: Messiah

    ციტატა: me da barca
    მე კი მეგონა მანიუს ფანებისგან გინებები წამოვიდა და იმიტომ ქნა. არ გისმენთ თქვენი დედაცო….

    მეც ეგ ვიფიქრე მაგრამ ოვაციებზე მადლობაც რო არ მოიხადა მაგით გვითხრა რო ბარსას ფანების მიმართ იყო ეს პრო%$ლი ჟესტი

    ციტატა: OLD
    კოუტინიოს კრიტიკოსებს საერთოდ არ ესმით ფეხბურთი კოუთინიოს ნებისმიერ წამში შეუძლია ესეთი გოლების გატანა ამდენი კრიტიკით და ლანძღვით კაცს დსიქოლოგიური დარტყმა მიაყენეს ჯერ ერთი ტრამვა ქონდა და იმის მაგივრად რო თანადგომა გამოეხატათ კაცს ზედ გადაუარეს მაგრამ კოუმ მაინც თქვა თავისი სიტყვა და მის კრიტიკოსებს 61 წუთზე შიგ გლანდებში გათხარა

    გაუზრდელი ბიჭი ხარ. აქ ბევრი აკრიტიკებდა კოუტინიოს იმის გამო რო არ ინდომებდა .. ფეხებში ვერ იჩერებდა ბურთს არ დარბოდა და კარშიც ვერ არტყამს წესიერად და შენ ფიქრობ რო კოუტინიომ გლანდში თხარა მაგ ხალხს ვინც აქ კოუს აკრიტიკებდა? 🙂 ცოტა ტვინი დაატანეთ ბიჭო რას წერთ ყველა 10 წლის ხართ აქ?


    კი მართალია ბურთს ვერ იჩერებდა და უცებ კარგავდა იმიტომ რომ არ იყო ფორმაში და იმის მაგივრად რო გაემხნევებინათ და დრო მიეცათ კრიტიკის ქარ ცეცხლში გაატარეს და ითხოვდნენ რომ გაეყიდათ მიუხედავად იმისა რომ კოუს ბევრად მეტი შეუძლია და ეს ყველამ იცოდა უბრალოდ მას დრო სჭირდებოდა ფორმის აღსადგენად ამ საქციელით თქვა რომ მისი ჩამოწერა ჯერ ადრეა და უნდა ვაცადოთ.მისი გაშვება არანაირად არ შეიძლება მაგან და დემბელემ უნდა წაიყვანონ ბარსას წინ მესის მერე რა გაშვებაზეა საუბარი

  • Don_Andresito
    schedule 17 აპრ 2019, 16:08

    ხო ვითომ კრიტიკა მკიდიაო მარა დაუმსახურებელი არაა ეგ კრიტიკა და არ უნდა ექნა ეგრე, პირიქით მოებოდიშებინა ფანებისთვის ჩაგდებული თამაშებისთვის და უკეთესი ურთიერტობა ჩამოუყალიბდება ფანებთან და ნაკლებად გააკრიტიკებენ მერე. მარა ტაში ნაღდად მაგას ეკუთნოდა და არა დემბელეს. ჯერ ადრეა დემბელეს რო ტაშით შეეგებონ

  • Messi, Iniesta
    schedule 17 აპრ 2019, 15:30

    კოუუ დაუბრუნდა მის საუკეთესო ფორმას და კიდე უკეთეს რაღაცეებს გააკეთებს! kissing_heart ვიცავდი ყოველთვის და დავიცავ კიდეც თუ საჭირო გახდება!❤ wink

  • neo222
    schedule 17 აპრ 2019, 13:56

    Shesazloa ki ARA es aplodismentebi koutiniostvis iyo

  • notoriousbarca
    schedule 17 აპრ 2019, 13:46

    რას ნიშნავდა და მთელ მსოფლიოში და აქაც პლასტმასის ფანებს მიუძღვნა, რომლებსაც ელემენტარულად არ ესმით რომ ჩავარდნა ყველა ადამიანს აქვს, და არა მხოლოდ სპორტში. ვინც მცნობს იცის, რომ ამ ბიჭს ყოველთვის ვიცავდი და აი, დაიწყო ფორმის აკრეფა.

  • Cule 001
    schedule 17 აპრ 2019, 13:41

    მომკალით და მე კოუტინიო დემბელეს მირჩევნია, ძნელია როცა შესაძლებლობების გამოჩენის საშუალება არ გეძლევა.

  • gurgenidze
    schedule 17 აპრ 2019, 13:36

    მარტო დელიხტი და დეიონგი არა 😀 კიდე მინდა მაქედან ვინმე 😀 და პლიუს მაგათი მწვრთნელი