workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
30-ე ტური არ გადაიდება

30-ე ტური არ გადაიდება

დღეს მადრიდის სასამრთლოში მოსამართლე პურიფიკასიონ პუხოლმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პრიმერა დივიზიონის 30-ე ტურის გადადება-არგადადების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ (LFP) მოინდომა 30-ე ტურის გადადება. ამით ისინი აპროტესტებენ პრიმერა დივიზიონის ყოველ ტურში ერთი მატჩის უფასო ტელეტრანსლირებას. ამას გარდა პროფესიული საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტმა, ხოსე ლუის ასტიასარანმა განაცხადა, რომ ბუკმეიკერული დაწესებულებიდან და ლატარეებიდან არ იზრდება შემოსავალი.

თუმცა პრიმერას შემდეგი ტური არ გადაიდება, რადგან გუშინ მოხდა ასტიასარინის და ესპანეთის სპორტის მინისტრის, ხაიმე ლისავეცკის სასწრაფო შეხვედრა. შეხვედრის დროს მოხდა შეთანხმება, რომ პრიმერას 30-ე ტური უნდა გაიმართოს. იმ შემთვევაშიც კი, თუ დღეს მოსამართლე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს ასტიასარინმა პირობა დადო, რომ სასწრაფოდ მოიწვევს ანსამბლეას, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ 30-ე ტური დროულად ჩატარდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში