“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” მაისურით 50-ე მატჩი ჩაატარა.
საიუბილეო მატჩი ხორვატისთვის წარმატებული გამოდგა, “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” 1:0 დაამარცხა. რაკიტიჩი 50-დან 45 მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო (34 მოგება, 9 ფრე, 7 მარცხი). ამ შეხვედრებში მან გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა.
რაკიტიჩი “ბარსელონას” სკვანძო მოთამაშე იყო და არის, როგორც ლუის ენრიკესთვის, ასევე ერნესტო ვალვერდეს გუნდისთვის. ხორვატი თავის პირველივე სეზონში დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის ტიტულს და ფინალში გოლიც გაიტანა.




ხორვატული ფეხბურთის ლეგენდა <3
ესეც საზიზღრობა იყო გუშინ