მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოუენი: “მესის 11 მატჩია ლიგის მეოთხედფინალში ვერ გააქვს, დროა ეს სერია შეწყდეს”

ოუენი: “მესის 11 მატჩია ლიგის მეოთხედფინალში ვერ გააქვს, დროა ეს სერია შეწყდეს”

“მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლივერპულისა” და “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა, მაიკლ ოუენმა, დღევანდელი შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება დღეს, “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება. 

“ეს ამ გუნდების პირველი შეხვედრაა ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რომელიც “უემბლიზე” შედგა 2011 წელს. ამ შეხვედრას მე სათადარიგო სკამიდან ვადევნებდი. 

ლიონელ მესიმ მეოთხედფინალში ბოლო 11 შეხვედრაში ვერ შესძლო გოლის გატანა, თუმცა მან 49 დარტყმა განახორციელა. დროა ეს მშრალი სერიაც შეწყდეს. “იუნაიტედი” სახლში უკვე დამარცხდა “იუვენტუსთან” და “პარის სენ-ჟერმენთან”. ვფიქრობ, ესპანელები სასურველ შედეგს მიაღწევენ.” – განაცხადა, ოუენმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 10 აპრ 2019, 22:04

    შეწყდება კიდეც მიდუბლავს დღეს ლომი

  • professor1984
    schedule 10 აპრ 2019, 21:04

    დღეს გატენის მესი უეჭველი აი 100% დარწმუნებულივარ