დონეცკის “შახტარის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩესკუმ, ისაუბრა მის მეტოქეზე ჩემპიონთა ლიგაზე, რომლებიც 1/4 ფინალურ მატჩს გამართავენ 6 აპრილს. მან ისაუბრა კატალონიური კლუბის ფენომენალურ თამაშზე.
“კატალონიური “მონსტრი” გასაოცარი კლუბია. აღსანიშნავია, რომ ამ კლუბში შეკრებულია ისეთ მაღალკვალიფიკაციური ფეხბურთელები, რომელთაც ორივე ფეხი უმაღლეს დონეზე “უმუშავებთ”. ნებისმიერ მათგანს შეუძლია მოატყუოს ფეხბურთელი და შექმნას სახიფათო მომენტი მეტოქის კართან. ეს თამაშის განმავლობაშ ერთხელ არ ხდება, არამედ უამრავჯერ, ამიტომაც რთულია გაუძლო მათ მწვავე შეტევებს”.
“მიუხედავად მათი ფენომენალურობისა, ჩვენ ყველაფერი უდნა დავივიწყოთ თამაშის წინ და ვითამაშოთ ლაღად, წინააღდეგ შემთხვევაში მეტოქე გაგვანადგურებს. ძალიან რთულია ასეთ გრანდთან თამაში, მათ ხომ უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ და “კამპ ნოუზე” მხოლოდ 3 ან 4 ათასი უკრაინელი გულშემატკივარი იქნება. კატალონიელი გულშემატკივრები ქმნიან არაჩვეულებრივ ატმოსფეროს, თითოელ ფეხბურთელს ამხნევებენ ბოლო წუთამდე, რაც მათ ძალებს ჰმატებს, ისინი საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ აძლევენ და ბოლომდე იხარჯებიან. ამ შემთხვევაშ კატალონიელებს ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ “შახტართან” შედარებით”. დაასრულა ლუჩესკუმ.
