კატალონიური გრანდის თავკაცმა ფრანგი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, უსმან დემბელე მარტის დასაწყისიდან მოყოლებული ტრავმირებულია. იყო ვარაუდი, რომ შეიძლებოდა, ის უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩისთვის დაბრუნებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ მოხდება.
ერნესტო ვალვერდეს თქმით, 21 წლის შემტევი “ატლეტიკოსთან” შეხვედრას გამოტოვებს და გუნდს არც მანჩესტერში გაჰყვება.
“სამწუხაროდ, უახლოეს შეხვედრებში დემბელე ჩვენს დახმარებას ვერ შეძლებს. არ გვინდა, რომ მისი ჯანმრთელობა გავრისკოთ. ის მომავალში უფრო მეტად დაგვჭირდება. ველით მის დაბრუნებას”, – განაცხადა ვალვერდემ.
შეგახსენებთ, დემბელეს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში ერთად, 35 ჩატარებულ მატჩში 14 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.




სწორია ! იუნაიტედთან ორი თამაში გვაქვს და ვერ გავრისკავთ , ეხლა ოლდ ტრაფორდზე რო ეთამაშა და ტრამვა მიეღო ისევ კაცმა არიცის როდის დაბრუნდებოდა
მართალია არ ღირს გარისკვა ბოლომდე მოვიდეს ხოდზე და აგერ უესკასთან ითამაშოს
მართალია მერე უფრო დაგვჭირდება დემბო და ჯობია დაიავენოს
ასე უკეთესი იქნება ყველასთვის
სწორია
ხო და ბეტისთან როგორც გეყენა სასტავი ეგრე დააყენე და მეორე ტაიმში კოუ შეუშვი არტურთან ერთად