“ბარსელონას” ყოფილმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რივალდომ ანტუან გრიზმანსა და ჟერარ პიკეზე ისაუბრა.
“არ ვარ იმედგაცრუებული იმით, რომ ანტუანი “ბარსელონაში” არ გადავიდა. ყველა ფეხბურთელს საკუთარი ხედვა აქვს. “ბარსელონაში” ბევრი კარგი მოთამაშეა. მესის ჩრდილში ყოფნა რთულია. ვფიქრობ ესაა მიზეზი რატომაც არ გადავიდა ფრანგი “ბარსაში”. გრიზმანი ძალიან მომწონს, ის მსოფლიოს ჩემპიონია.”
“პიკე? არის მომენტები, როცა საჭიროა ისაუბრო. ყოველთვის ჩუმად ვერ იქნები. მას შეუძლია იყოს შესანიშნავი პრეზიდენტი, თუმცა არსდროს იცი რა მოხდება მომავალში.”
ბრაზილიელმა “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელზე, ნეიმარზეც გააკეთა მცირე კომენტარი: “ყველამ იცის, რომ ნეიმარი შესანიშნავი მოთამაშეა. მისი “რეალში” გადასვლა ტრიუმფი იქნება.” – განაცხადა რივალდომ.




გრიზმანმა თავისი შანში ხელიდან გაუშვა
Au aman ambolodros bevrs aqicinebs cvetshi
რა გადაეკიდნენ ამ მესის ჩრდილს ნეტა რომელ იგროკს აკომპლექსემბს მესი მოედანზე უკან უძვრება მთელი თამაში თუ რამე არ გამოსდის მის პარტნიოს ყველანაირად ცდილობს რო გოლი გაატანინოს გაუმარტივოს იგრა რომელ მესის ჩრდილზე ლაპარაკობთ