მადრიდის ”რეალის” თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ არ ეშინია მომდევნო მატჩებში ”ბასელონასთან” დამარხების. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ასევე ისაუბრა, თუ რატომ იცავს ყოველთვის თავის ფეხბურთელებს და კომენტარი გააკეთა თავის დამოკიდებულებაზე რელიგიასთან.
”პოზტიური მომენტები (მაგალითად, შარშან, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ”ბარსელონაზე” გამარჯვება) უფრო დიდ მოტივაციას მმატებენ, ვიდრე ნეგატიურები. გასული გაზაფხული ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.
განსაკუთრებული არაფერი მოხდება, თუ ჩვენ სამივე ტურნირში დავმარცხდებით ”ბარსელონასთან”. დიახ, ეს უსამართლობა იქნება, ვინაიდან ჩვენ კარგად ვმუშაობთ, თუმცა სპორტის ლოგიკა ასეთია. ძალიან რთული იქნება აპრილში სამივე ტურნირში ბრძოლა, მაგრამ ასეთი შანსი ბევრს არ ეძლევა: ”ბარსელონას”, ”ინტერს”, ”მანჩესტერ იუნაიტედს” და დიახ, ყველას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დიდებულ საქმეს ვაკეთებთ.
ჩემს ფეხბურთელებს ვიცავ, იმიტომ, რომ ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. ვასწავლი კოლექტიური ფეხბურთის თამაშს, გუნდური თამაშის ჩვენებას. ფეხბურთელებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ ზურგს უმაგრებს ლიდერი, რომელიც მათ დაიცავს.
მესის შეძენა წარმოუდგენელია. თუმცა, ალბათ მსოფლიოში არ მოიძებნება ისეთი მწვრთნელი, რომელსაც მისი ყიდვა არ სურს. ვინც ასეთ რამეს იტყვის, ის აშკარად გიჟი იქნება.
რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას რელიგიასთან, მე რეგულარულად ვლოცულობ და ვკითხულობ ბიბლიას. ამასთან, მე არასდროს ვთხოვ ღმერთს რაიმეს, რაც ფეხბურთთანაა კავშირში.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს ”მარკა”.
