ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, გააკრიტიკა მოედნის საფარი ლიტვაში, სადაც მისი ნაკრები გამართავს “ევრო 2012″–ის საკვალიფიკაციო მატჩს ადგილობრივ ნაკრებთან. იტყობინება გავლენიანი ესპანური გმაოცემა, “მარკა”.
ინიესტას განცხადებით, ასეთ მოედანზე თამაში ძალიან რთული იქნება.
“ლიტვის ეროვნული ნაკრების სტადიონის საფარი, მე მახსენებს იმ დროს, როდესაც ეზოში ან თუნდაც ახალგაზრდულ ნაკრებში ვაგორებდი ბურთს. ეჭვიც არ მეპარება, რომ თამაში ძალიან გაგვიჭირდება ასეთ პირობებში. გვმართებს ორმაგი ყურადღება და კონცენტრაცია, რათა არაფერი გამოგვეპაროს თამაშის მიმდინარეობისას. რადგან გვეუბნებიან ითამაშეთ ასეთ მოედანზეო, ჩვენ გავალთ და ყვეალფერს გავიღებთ საკუთარი ნაკრებისთვის. უბრალოდ საქმე ისაა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ ფეხბურთელები, არამედ “უეფას” ჩინოვნიკები“. განაცხადა ანდრეს ინიესტამ.
