workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ინტერვიუ

მესის ინტერვიუ

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” შემტევმა, ლიონელ მესიმ, “La Nacion”–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არგენტინელები შეეცდებიან “ბარსას” თამაშის ელემენტები გადაიღონ საკუთარ მატჩებში. ფეხბურთელის თანახმად, ნაკრებში კვლავ ბევრი მუშაობაა საჭირო, რათა თამაში გაუმჯობესდეს და იმედი აქვს, რომ ეს მალევე მოხდება.

 

“არასწორი იქნება, თუ არგენტინის ნაკრებსა და “ბარსელონას” ერთმანეთს შევადარებთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვისწავლოთ “ბარსას” თამაშის სტილიდან რამდენიმე ელემენტი, ეს წაადგება ჩვენს გუნდს. ჩვენ ახლახან დავიწყეთ ამის შესწავლა და ნელ–ნელა პრაქტიკაშიც ავითვისებთ. სამწუხაროა, რომ ხშირად ვერ ვახერხებთ ნაკრების წევრნი ერთად ვარჯიშს, მაგრამ როდესაც ეს ხდება, პროგრესი აშკარაა. შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს და მეამაყება მათ გვერდით ასპარეზობა“. დაასრულა არგენტინელმა ლიონელ მესიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში