სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მატჩი ბრაზილიასა და შოტლანდიას შორის. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა, სადაც ბრაზილიამ იმარჯვა 2:0, ნეიმარის დუბლის წყალობით.
მატჩის 42– ე და 77–ე წუთებზე ნეიმარმა ორი გოლის გატანა მოახერხა და ბრაზილიელებს გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ მეორე ბურთი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეაგდო ახალგაზრდა ფორვარდმა. დანი ალვესმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩი ბოლომდე დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” 10 – მა ფეხბურთელმა, რომელიც გამგზავრებული იყო ნაკრებში დაასრულა თავისი პირველი შეხვედრა. ისინი კიდევ ერთ მატჩს გამართავენ.
5– მა ესპანელმა, რომელიც “ბარსელონადან” იყო გამოძახებული იმარჯვა, იმარჯვა ასევე აფელაიმაც და დანი ალვესმაც. ვერ იმარჯვეს ლეო მესიმ, ხავიერ მასკერანომ და გაბრიელ მილიტომ. მათ ფრე ითამაშეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გუნდთან, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
