მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ კარლეს პუიოლთან

ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ კარლეს პუიოლთან

წარმოგიდგენთ “ბარსელონას” ლეგენდარული ცენტრალური მცველის, კარლეს პუიოლის ვრცელ ინტერვიუს Marca-სთან.

– ერთხელ თქვი, რომ კარიერას მაშინ დაასრულებდი, როცა 40 წელი შეგისრულდებოდა, მაგრამ ეს უფრო ადრე გააკეთე. როდის მიხვდი, რომ გაგრძელება აღარ შეგეძლო?

“როცა ვარჯიში არ შემეძლო. ბოლო ორი წელი ოპერაციების გამო რთული გამოდგა. ყველამ იცის, როგორც ვთამაშობ, როცა მოედანზე ხარ 100%-ით უნდა დაიხარჯო. როცა ამას ვერ აკეთებ, გზა სხვას უნდა დაუთმო.”

– ფიქრობ თუ არა, რომ ლუიშ ფიგუსთან დაპირისპირებამ შენს კარიერაზე კვალი დატოვა?

“დიახ, ეს ფანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის ჩვენი მოწინააღმდეგის გუნდში გადავიდა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. მახსოვს, როგორი ატმოსფერო იყო “კამპ ნოუზე”. მე მას მთელი თამაში დავსდევდი. მსაჯმა რამდენჯერმე დამაჯარიმა, მაგრამ სირბილს არ ვწყვეტდი.”

– იყო თუ არა მისი “რეალ მადრიდში” გადასვლა ღალატი?

“ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე, მაგრამ, როცა კაპიტანი გტოვებს იმის გამო, რომ შენს ყველაზე დიდ მოწინააღმდეგეს შეუერთდეს, ძალიან საწყენია.”

– შენ ისეთ მწვრთნელებთან გიმუშავია, როგორებიც არიან პეპ გვარდიოლა და ვან გაალი. რომელი მწვრთნელისგან ისწავლე ყველაზე მეტი?

“ვან გაალი ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ადამიანია. ის მე რთულ სიტუაციაში მენდო და მომცა საშუალება პირველ გუნდში გამოვსულიყავი. რაიკარდი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემს კარიერაში. პეპის დროს კი თამაშისგან ყველაზე მეტ სიამოვნებას ვიღებდი.”

– შენ ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდი გვარდიოლას “ბარსელონაში”, რომელმაც ერთ წელიწიდში ექვსი ტიტული მოიგო. როგორ ფიქრობ, ეს განუმეორებელი მიღწევაა?

“არ ვიცი განუმეორებელია თუ არა, მაგრამ ეს გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა. ამას ყველა აღიარებს.”

– როგორ იხსენებ 2011 წლის “ელ კლასიკოებს” და ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენციებს?

“ასეთი მომენტები მატჩების ნაწილი იყო. ზოგჯერ ასეთი რაღაცები მოტივაციას გმატებს. ეს რთული დრო იყო, ძალიან დაძაბული.”

– რატომ ვერ იგებს გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგას სხვა გუნდში?

“იმიტომ, რომ ეს ძალიან რთულია. ის კარგ სამუშაოს ასრულებს “მანჩესტერ სიტიში”, რასაც “ბაიერნშიც” აკეთებდა. სასიამოვნოა მისი გუნდების თამაშის ყურება. მის სტილს ადვილად ცნობ. იმედი მაქვს, “ბარსელონა” და “მანჩესტერ სიტი” ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. ფეხბურთის მოყვარულებს ეს მოეწონებათ.”

– ფიქრობ თუ არა, რომ “ბარსელონამ” თავისი სათამაშო სტილი დაკარგა?

“არა. მე ვფიქრობ, რომ “ბარსელონა” იმავე სტილით თამაშობს. მათ უნდათ, რომ ბურთს ფლობდნენ და თამაშში დომინირებდნენ, მაგრამ ეს ყოველთვის შესაძლებელი არაა. თუ იმ გუნდს შევადარებთ, რომელშიც მე ვთამაშობდი ინიესტასთან და ჩავისთან ერთად, რა თქმა უნდა, ასეთი გუნდის ჩამოყალიბება რთული იქნება, მაგრამ მთავარი იდეა და ფილოსოფია იგივეა. ასე თამაში ადვილი არ არის.”

– რატომ ვერ იგებს ბოლო წლებში “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგას?

“ისინი კარგად თამაშობენ, მაგრამ მათ ცუდი დღეებიც აქვთ. ეს ის დღეებია, როცა ყველაფერი კარგად არ არის, როგორც რომში, პარიზში ან ტურინში იყო. ასეთ დღეებს ამ ტურნირზე არ გპატიობენ. შეცდომებისგან უნდა ვისწავლოთ. ვნახოთ წელს შევძლებთ თუ არა მოგებას.”

– აკლია თუ არა ასეთ მომენტებში გუნდს ლიდერი?

“არა. “ბარსელონას” გასახდელში არიან ძლიან კარგი ლიდერები და მოთამაშეები დიდი გამოცდილებით.”

– “ბარსელონა” ლიონელ მესიზე ზედმეტად დამოკიდებულია?

“როცა გუნდში ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გყავს, ლოგიკურია, რომ მასზე დამოკიდებული იქნები. თუმცა, მის ირგვლივ არიან მოთამაშეები, რომლებიც ასევე ისტორიას წერენ.”

– რატომ ვერ თამაშობს მესი ასე კარგად არგენტინაში?

“ამისთვის საჭიროა, რომ გუნდს თავისი ფილოსოფია ჰქონდეს და მას ახორციელებდეს. ვფიქრობ, არგენტინას ჰყავს კარგი ფეხბურთელები, მაგრამ, ისინი ერთ გუნდად ვერ თამაშობენ.”

– რონალდუ ჰეთ თრიქს ასრულებს, მესი პასუხობს… ეს ორი ერთმანეთზე დამოკიდებულია?

“ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, მესი არაფერზე რეაგირებს. ის უბრალოდ ასე თამაშობს. იმის თქმა, რომ მესიმ “ლიონთან” კარგად ითამაშა იმიტომ, რომ კრიშტიანუმ ჰეთ თრიქი შეასრულა, არ არის სწორი. 10 მატჩს, რომელშიც მესი ითამაშებს 9-ში გასაოცარი იქნება, ერთში კი უბრალოდ კარგი.”

– მატიას დე ლიხტი ვითარდება, ვან დეიკი “აფეთქდა”. ვინ არის საუკეთესო ცენტრალური მცველი?

“ეჭვგარეშეა, რომ ეს ჟერარ პიკეა.”

– ჟერარ პიკე თუ სერხიო რამოსი?

“პიკე.”

– არის თუ არა პიკე შენზე უკეთესი?

“დიახ. ის მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური მცველია. ის განსხვავებულია. ის “ბარსელონას” საკვანძო მოთამაშეა. ჟერარი ძალიან კარგი მეგობარია.”

– არტური ჩავის მემკვიდრეა?

“შეიძლება. ის მხოლოდ 22 წლისაა და მსგავსი თვისებები აქვს, მაგრამ მისი ჩავისთან შედარება ხმამაღალი ნათქვამი იქნება. ჩვენ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველზე ვსაუბრობთ. მიეცით არტურს საშუალება იმუშაოს. მან ჩავის ვიდეოებს უნდა უყუროს და მისგან ისწავლოს.”

– როგორც კაპიტანი, უსმან დემბელეს როგორ მიუდგებოდი?

“ის შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ ზოგჯერ სირთულეებს აწყდება. მას მუშაობის საშუალება უნდა მივცეთ. ის უნდა მიხვდეს, რომ მის ასაკში შეცდომებს ყველა უშვებს. ის ახლა საუკეთესო ადგილასაა. უსმანმა ეს შანსი უნდა გამოიყენოს. მისი შესაძლებლობებით დემბელეს ისტორიაში შესვლა შეუძლია.”

– არის თუ არა “ბარსელონასთვის” ერნესტო ვალვერდე კარგი მწვრთნელი?

“აბსოლუტურად. როცა “ბარსელონაში” ხარ, სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას იძენ. ეს ძალიან მომთხოვნი კლუბია. ვალვერდე შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს.”

– რა აკლია ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში”

“ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობა. მას თავისი თამაშის მაღალი დონე დამტკიცებული აქვს “ბარსელონაშიც” და სხვა კლუბებშიც. მას უბრალოდ თავდაჯერებულობა აკლია.”

– “ბარსელონას” დატოვებით ნეიმარმა შეცდომა დაუშვა?

“ეს მას უნდა ჰკითხოთ. ის კარგი მოთამაშე იყო, მაგრამ მას ახალი გამოწვევები სურდა. ახლა იმის თქმა, რომ ნეიმარი შეცდა, ძალიან მარტივია მისი ტრავმების და “პარი სენ-ჟერმენის” წარუმატებლობის გამო. მას კიდევ ბევრი აქვს სათამაშო. როცა კარიერას დაასრულებს, მას შეეძლება თვალი გადაავლოს მის გადაწყვეტილებებს.”

– გადაფარა თუ არა “რეალ მადრიდის” წარმატებებმა ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” მიღწევები შიდა ჩემპიონატში?

“კლუბს კარგი სეზონები ჰქონდა. ხალხი თვლის, რომ “რეალმა” უფრო მეტს მიაღწია, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ფიქრობენ ადამიანები.”

– ზინედინ ზიდანის “რეალში” დაბრუნებაზე რას იტყვი?

“მას 8 თვე ჰქონდა გადაწყვეტილების მისაღებად. მის გარეშე კლუბმა წარმატებას ვერ მიაღწია. კითხვა კი იმაში მდგიმარეობს, რომ შეძლებს თუ არა ზიდანი მისი შედეგის გაუმჯობესებას.”

– ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების ახალი მწვრთნელია.

“ის ძალიან კარგი მეგობარია. ესპანეთი მასზე უკეთეს მწვრთნელს ვერ ინატრებდა. მას წარმატებებს ვუსურვებ. მასთან ერთად მუშაობას ვისურვებდი, მისგან ბევრ რამეს ვისწავლიდი.”

– ნაკრებში ცვლილებებზე რას იტყვი?

“თაობათა ცვლა მიმდინარეობს. ჩვენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები გავხდით. ახლა ნაკრებში ცვლილებებია, მაგრამ არიან კარგი მოთამაშეები, რომლებიც შესანიშნავ მწვრთნელთან ერთად წარმატებას მიაღწევენ.”

– ხულენ ლოპეტეგმა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატამდე დატოვა.

“რთული სიტუაცია იყო. ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული, მაგრამ მე იქ არ ვყოფილვარ, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • ķaxibarcelona
    schedule 27 მარ 2019, 10:43

    ციტატა: xavi1899

    ციტატა: gio-rakitich
    იქ სადაც ლესტერი პრემიერ ლიგას იგებს,იქ სადაც მანჩესტერი მეოთხედფინალში გადის,იქ სადაც აიაქსი რეალს 4-1 უგებს და იქ სადღაც კუთხეში კუნჭულში!!! 5 წუთში სამი გოლი გადის პესეჟეს კარებში რატომ არ შეიძლება ირლანდია დავამარცხოთ არცისეთი დიდი მისიააა!!!!!!!!!!!! ვინ არიან ესენი ვინ!!!!


    რას ვიზამთ ძმაო, უ**აკო მწვრთნელი გვყავს და მიტო!!!

    #მოკითხვა_ცხადაძისგან!!


    კრიტიკაზე ადვილი არაფერია მაგრამ აგებ თამაშს და ჯიუტად სამი საყრდენით აგრძელებ თამაშს რაღაზეა ლაპარაკი.ჯანსაღი კრტიკა იმედია მისაღები იქნება

    პუი ჩვენი ლომგული.საუკეთესო კაპიტანი⚽⚽⚽⚽👍👍👍👍

  • xavi1899
    schedule 27 მარ 2019, 10:02

    ციტატა: gio-rakitich
    იქ სადაც ლესტერი პრემიერ ლიგას იგებს,იქ სადაც მანჩესტერი მეოთხედფინალში გადის,იქ სადაც აიაქსი რეალს 4-1 უგებს და იქ სადღაც კუთხეში კუნჭულში!!! 5 წუთში სამი გოლი გადის პესეჟეს კარებში რატომ არ შეიძლება ირლანდია დავამარცხოთ არცისეთი დიდი მისიააა!!!!!!!!!!!! ვინ არიან ესენი ვინ!!!!


    რას ვიზამთ ძმაო, უ**აკო მწვრთნელი გვყავს და მიტო!!!

    #მოკითხვა_ცხადაძისგან!!

  • messi and iniesta
    schedule 27 მარ 2019, 00:20

    საქართველო პირველ არხზე აჩვენებენ. ლეგენდა ხარ პუი მეტი კომენტარი ამას არ უნდა

  • Pyiol16
    schedule 26 მარ 2019, 23:59

    საქართველოს თამაშს სად უყურო

  • M10 S9 D11
    schedule 26 მარ 2019, 23:28

    პუი ხანდახან ჩადი ხოლმე ბარასას გასახდელში და შენებურად გაამხნევე ბიჭები

  • King arturo
    schedule 26 მარ 2019, 23:26

    პიკე რამოსის შედარებაზე რატოა ხოლმე ირონიული კომები? რამოსი გოლებს იტანს და დალშე? დაცაში თამაშით, ტიტულებით თუ რა ასპექტში?

  • sergio busquets5
    schedule 26 მარ 2019, 23:16

    კარგად ისაუბრა