მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მანჩესტერმა” “კამპ ნოუზე” ბილეთების სიძვირის გამო განსაკუთრებული ზომები მიიღო

“მანჩესტერმა” “კამპ ნოუზე” ბილეთების სიძვირის გამო განსაკუთრებული ზომები მიიღო

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” მიერ დაწესებული ფასებით უკმაყოფილოა.

ინგლისიდან ჩასული გულშემატკივრებისთვის, “კამპ ნოუზე” გასამართი მატჩის ბილეთი 118 ევრო, ანუ 102 ფუნტი ეღირება. “იუნაიტედმა” კი გადაწყვიტა, რომ ფანებს მხოლოდ 75 ფუნტი გადაახდევინოს, დანარჩენი კი კლუბმა დაფაროს. პოტენციური ფინანსური ზარალის გამოსარიცხად, ბილეთის ფასი კატალონიელებისთვის მანჩესტერში ჩვეულზე მეტი – 102 ფუნტი იქნება, რაც, რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელობის მქონე თამაშისთვისაც საკმაოდ ბევრია. 

“მანჩესტერის” გულშემატკივრებს ესპანეთში გადაჭარბებულ ხარჯებთან უწევთ გამკლავება. ვალენსიას” და “სევილიასთან” შეხვედრების მსგავსად, კიდევ ერთხელ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, რომ ესპანელი გულშემატკივრებისთვის გადასახადი იგივე გავხადოთ, რამდენის გადახდაც ჩვენს ფანებს მოუწევთ”. – ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში. 

წყვილის პირველი მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” 10 აპრილს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი, ბარსელონაში – 16 აპრილს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Forever Cule
    schedule 22 მარ 2019, 01:13

    მჯერა რო გავალთ ვალვერდე თავისი ჭკუით აჯობებს სოლშერს 😁 მთავარია 1/4 გავცდეთ და მერე უკვე თავისით წავა 💙❤

  • M10 S9 D11
    schedule 21 მარ 2019, 22:13

    მოინდომეს 2 ლარად კამპ ნოუზე შესვლა მასე სადაა ბიძია