“ბარსელონას” მარცხენა მცველი, ჟორდი ალბა აცხადებს, რომ ლა ლიგაში ამხელა უპირატესობის გაშვება სულელური იქნება.
“ჩემი აზრით, ლა ლიგის ვერ მოგება ჩვენი მხრიდან ძალიან სულელური იქნება, იმ უპირატესობის გათვალისწინებით, რაც ახლა გვაქვს. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი ქულა დარჩა გასათამაშებელი და ასე თამაში უნდა გავაგრძელოთ.”
ესპანელმა ასევე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა: “კლუბს ჩემი დარჩენა სურდა და მეც ასე მოვიქეცი. ეს ჩემი ცხოვრების კლუბია. იმის მიუხედავად, რომ ეს გვიან მოხდა, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. ყველა ძალიან ბედნიერები ვართ.”
ჟორდი ალბამ ლუის ენრიკეზეც გააკეთა კომენტარი: “კონფლიქტი? ჩვენ “ბარსელონაშიც” და ნაკრებშიც ერთმანეთს კარგად ვეწყობით. მას თავისი აზრი გააჩნია ყველა ფეხბურთელზე. ჭორების მიუხედავად, ენრიკესთან პრობლემა არასდროს მქონია.” – ციტირებს ჟორდი ალბას სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის დასრულებამდე 10 ტური დარჩა და მის სათავეში “ბარსელონაა”, რომელიც უახლოეს მდევარს, “ატლეტიკოს” ამდენივე ქულით უსწრებს.




რა დროის ლალიგაა ხორდიი
კაი რა ხორდი ნაკერავზე რო გაირღვნენ ლა ლიგას მაინც ვერ წაგვართმევენ ამ სეზონში
ლა ლიგა ჩვენია 100%