მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“იუვენტუსი” შეეცდება “ბარსელონას” მატიას დე ლიხტი წაართვას

“იუვენტუსი” შეეცდება “ბარსელონას” მატიას დე ლიხტი წაართვას

კვირას, “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნის, მატიალ დე ლიხტის აგენტი, მინო რაიოლა და “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი ერთმანეთს შეხვდებიან. ისინი “აიაქსის” ცენტრალური მცველის იტალიაში შესაძლო გადაბარგებაზე ისაუბრებენ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, პარატიჩი ამსტერდამში გაემგზავრება და კვირას, გერმანიის ნაკრებთან შეხვედრაში, ახალგაზრდა მოთამაშეს დააკვირდება.

“იუვენტუსი” მატიას დე ლიხტს ჩემპიონთა ლიგაზეც შეხვდება. ამასთან დაკავშირებით, ტურინელების მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა: “მასზე ყველა ისე საუბრობს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველზე. მისი თამაშის ნახვა ძალიან მაინტერესებს.”

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” იმდენად სერიოზულად არის დაინტერესებული ჰოლანდიელის ტრანფერით, რომ როგორც პრესაში იწერება კატალონიელები მზად არიან მის გამო სამუელ უმტიტისაც კი შეელიონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • ARTHUR MELO 8
    schedule 19 მარ 2019, 18:17

    უმტიტი არაფრის დიდებით არ უნდა გავუშვათ.უმტიტი არის ჩამოყალიბებული ფეხბურთელი და ნამდვილი კედელი დახვის ხაზში.უჭკვიანესი მცველია და არ შეიძლება მისი გაყიდვა

  • s.g
    schedule 19 მარ 2019, 13:14

    ბავშვს ბარსელონაში უნდა აშკარად. joy
    პრესაც ამბობს,რომ საუკეთესო პოზიციაში ჩვენ ვართ, ჰოდა დიდი ალბათობით ბართომ თუ არაფერი მიქარა და გრიზმანი არ მოათრია 90%-ით ჩვენიაა.
    უმტიტის რაც შეეხება, პოზიციურად არ უშლის მატიასი ხელს, პიკეს შემცვლელად მოყავთ, როგორც მარჯვენა ცენტრალური მცველი და სავარაუდოდ სასტარტოს დაკარგვით არის უმტიტის უკმაყოფილება გამოწვეული. confused

  • M10 S9 D11
    schedule 19 მარ 2019, 11:07

    კაი ახლა შენც ხო იცი რო ბარსასთან შანსი არ გაქვს? მპრჩი ოცნებას ალეგრი მორჩი

  • MARI=BARCA-fan
    schedule 19 მარ 2019, 11:00

    ალეგრი გაიღვიძეე, გათენდა ადამიანო.. smile
    ეგ სიზმარი არ ჩაგრჩეს გონებაში თორემ დაგტანჯავენ მაჯლაჯუნები და რა ეშველება მერე შენს "ბავშვებს"? wink wink wink

    ხუმრობა იქით იყოს და უმტიტის ბარსა ალბათ მართლა გაყიდის, უმაგრესია, მაგრამ თვეები რომ ლაზარეთში გაატაროს არავის აწყობს kissing_closed_eyes
    ლენგლე გადასარევად მოერგო გუნდს და ბრწყინვალედ თამაშობს პიკესთან წყვილში wink დე ლიხტი მოვა და შესანიშნავი სამეული გვეყოლება, ვალვერდეს მერე უკვე თავისუფლად შეუძლია რთული მატჩების წინ რიგრიგობით სამივე დაასვენოს ხოლმე wink უმტიტი ძალიან დასანანია, მაგრამ ალბათ წავა! unamused

  • Bola
    schedule 19 მარ 2019, 09:58

    ჯერერთიც არაფერსაც არ შეელევიან უმტიტს.. უმტიტი თუ წავიდა მერე რაღა აზრი აქვს ერთის გაშვებას და მეორის მოყვანას.. საკუთარი დააფასონ ჯერ. მერე მეორეც არ უშლიან ეგ ორი ერთმანეთს.. სხვაზე გადატყდეს ჯოხიი აწი. რაც შეეხება იუვენტუსს იმედია იჩხუბებენ და დახოცავენ ერთმანეთს რომ ცუდი დამოკიდებულება გაუჩნდეს :დ კი იტალიაში მცველებს დიდი როლი აქვთ და უმაღლეს დონეზეა აყვანილი მაგრამ დე ლიხტი ვარსკვლავადაა დაბადებული და პირდაპირ ზემოთ უნდა წამოვიდეს… და იყოს მთელი კარიერა ისეთ გუნდში როგორიც ბარსელონაა.. სადაც თითქმის ყველა ცნობილ დიდ ჰოლანდიელს უთამაშია. სადაც მისი მეგობარი გადმოვიდა. სადაც მესია და სადაც ყველასგან განსხვავებული გარემოა.. მეგობრული და თბილი. ერთმანეთის მიმართ შური არააქვთ და გვერდში უდგანან. ტიტულებიც არ მოაკლდება და კაპიტნობაეც გაიწევს მომავალში არც მაგას დააკლებენ თუ მოინდომებს.