გუშინ ჩავი ერნანდესმა ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით მე–100 შეხვედრა ჩაატარა. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, გუნდმა მას ეს დღე გამარჯვებით მიულოცა, ჩავიმაც ამ გამრაჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა, მან მოედანზე მთელი 90 წუთი დაჰყო.როგორც უკვე იცით ჩავი შეუერთა 100 იან კლასს, რომელსაც ესპანეთის ნაკრების მაისურით 100 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ეს მართლაც, რომ შთამბეჭდავი ციფრია. ესპანეთში იგი მე – 4 ფეხბურთელია ისტორიის განმავლობაში ვინც ეს შეძლო. აქამდე ეს ანდონი სუბისარეტამ “ბარსელონას” ლეგენდარულმა კიპერმა, კასილიასმა “რეალის” მოქმედმა მეკარემ და რაულმა შეძლეს, რომელიც ახლა “შალკეს ღირსებას იცავს.იმის გათვალისწინებით, რომ რაულ გონსალეს ბლანკო ნაკრებში აღარ ასპარეზობს, შანსი იმისა, რომ მისი ნაჩვენები შედეგი ერნანდესმა გააუმჯობესოს ძალიან დიდია. ასევე არის შანსი, რომ გააუმჯობესოს შედეგი ანდონი სუბისარეტასიც ჩავიმ თუკი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ითამაშებს.რაც შეეხება კასილიასს, ალბათ სულ მალე იგი იქნება ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტჯერ აქვს მორგებული ესპანეთის ნაკრების მაისური, სუბისარეტას რეკორდამდე მას 5 მატჩი აშორებს. ძნელად სავარაუდოა ახლანდელი შემადგენლობიდან მას ვინმე დაეწიოს, რადგანაც კასილიასი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აპირებს თამაშს, როგორც საკლუბო დონეზე, ისე ნაკრების შემადგენლობაში.

ჩავი – მე–4 ესპანელი
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.