“ლიონთან” გამარჯვებით, “ბარსელონას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, 476 მოგება დააგროვა და კატალონიური გუნდის რეკორდსმენს, ჩავი ერნანდესს გაუთანაბრდა.
არგენტინელმა “ბარსას” მაისურით ყველა ტურნირზე 85 გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და 84-ის დამარცხება მოახერხა.
ერთადერთი გუნდი, რომელიც მესისთან ერთად “ბარსელონამ” ვერ დაამარცხა, არც მეტი, არც ნაკლები – კატალონიური “გრამენეტია”. გუნდი, რომლის სახელიც არაფერს გვეუბნება და რომელთან სტატისტიკის გამოსწორებაც პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ის ესპანეთის მე-6 დივიზიონში გამოდის და უახლოესი წლების განმავლობაში “ბარსას” ვერსად გადაეყრება.
მატჩი, რომელმაც ეს შედეგი გამოიწვია, 2004/05 წლების სეზონში, კოპა დელ რეიზე გაიმართა. “გრამენეტმა” მატჩი 1-0 მოიგო, მესი კი ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა.

ხოდა ამხანაგურში გამოვიწვიოთ 😀 ნუ ლეოს კარიერის მიწურულს შეიძლება მართლაც 😀 მაგათთან მოგებით რო გავაცილოთ. იმედია სხვა გუნდი არ დაგვემატება. ისე კი ისოტირაში შევა ეგ გუნდი მაგ შედეგით
კაი რაა :დდდდდ რა სტატისტიკა გააფუჭა :დდდდდდ
Rjikaards ra vutxari 17 wlis bavshvi ro atamasha tore xo 84ive gundtan eqneboda mogebuli )))
გრამენეტის იღბლიანი დედაც…რა სტატისტიკას აფუჭებს :/ :დ