მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამუელ უმტიტი მსოფლიო ჩემპიონატზე ტრავმით თამაშობდა

სამუელ უმტიტი მსოფლიო ჩემპიონატზე ტრავმით თამაშობდა

“ბარსელონას” ფრანგი ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი საკუთარ ტრავმაზე საუბრობს.

“დისკომფორტს მსოფლიო ჩემპიონატის დროსაც ვგრძნობდი, მაგრამ გადავწყვიტე მომეთმინა. როდესაც ბარსელონაში დავბრუნდი, მკურნალობა დავიწყე. პროცესი იმაზე დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე მეგონა. ეს ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ყველაზე მარტივი გამოსავალი ოპერაციის გაკეთება იყო, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ადვილი ნამდვილად არაა. მიუხედავად იმისა, რომ მენტალურად ძლიერი ადამიანი ვარ, იყო დრო, როცა ვფიქრობდი რომ, ყველაფერი თავზე მემხობოდა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა. კლუბს ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია. ისინი ყოველთვის მხარში მედგნენ.” -განაცხადა სამუელ უმტიტიმ L’Equipe-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ სამუელ უმტიტის მუხლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და ტრავმა ახლახანს მოიშუშა. სანამ ფრანგი დაზიანებას მიიღებდა, იგი “ბარსლონას” სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • MonteCristo031
    schedule 13 მარ 2019, 20:43

    მაგარი ხარ სამუელ… უფრო ძლიერი უნდა გახდე ტრავმის მერე wink

  • M10 S9 D11
    schedule 13 მარ 2019, 19:56

    კიდე კაი მთელი სეზონი არ გაგიცდა შე ოხერო იმედია აღარ შეგაწუხებს ტრამვა

  • sergio busquets5
    schedule 13 მარ 2019, 19:18

    არ უნდა ეთამაშებინა იმ სირაქლემა დეშამს

  • sandman
    schedule 13 მარ 2019, 19:03

    მალე აღიდგინე ძალები , რო ისევ საუკეთესო მცველი გეძახო , ახალი კონკურენტები გამოუჩნდა ვან დეიკის და კულიბალის სახით და შემდეგი სეზონებიდან ორივეს უნდა აჯობოს

  • Joan Gamper
    schedule 13 მარ 2019, 18:51

    გვჭირდება უმტო, დე ლიხტთან ერთად კედელი უნდა ამოაშენო ბარსას დაცვაში ერთი 10 წელი. ოპერაცია გაიკეთე და სრულად გამოჯანმრთელდი თუნდაც 6-7 თვე დაგჭირდეს

  • Don_Andresito
    schedule 13 მარ 2019, 18:49

    ისე ზოგი ჭირი მარგებელიაო. ლანგლემ დიდი პპროგრესი განიცადა ამის ტრავმისას.

  • barca`barca
    schedule 13 მარ 2019, 18:43

    ყოჩაღ ამას თუ ტრავმით ითამაშა ესემაგრად ჯანმრთელი როიქნება რასიზამს ;დდ
    გიჟია