გუშინდელი დღე 25 მარტი მთელი ესპანეთის მასშტაბით ისტორიული დღე გახლდათ, განსაკუთრებით “ბარსელონასთვის”. ორი “ბლაუგრანას” ფეხბურთლისათვის მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით.
პირველი, რა თქმა უნდა ჩავის მე–100 მატჩი. ეს მატჩამდეც იყო ცნობილი, რომ ამ ფაქტის გამო ეს მატჩი ისტორიული გამოდგებოდა, ჩავი სულ მალე მე–100 მატჩის ბარიერსაც გადააბიჯებს, რაც ნაკრებში ძალიან შთამბეჭდავი ციფრია. მასზე მეტი მატჩი დღევანდელ ნაკრებში მხოლოდ და მხოლოდ კაპიტან იკერ კასილიასს აქვს ჩატარებული.
მეორე კი დავიდ ვილიას ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა გახლავთ. გუშინ დავიდმა დუბლი გაიფორმა და ნაკრების მაისურით 45–ე და 46 – ე ბურთები გაიტანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვილია ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, რადგანაც წინა რეკორდი რაულ გონსალეს ბლანკოს ეკუთვნოდა 44 გოლით, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ რაულმა ეს ყველაფერი 102 თამაშში მოახერხა, ვილიამ კი 71 – ში.
რაული ესპანეთის ნაკრებში აღარ ასპარეზობს, ვილია კი მისი მოქმედი წევრია. ამიტომაც ყოველი მისი შემდგომი ბურთი “ფურია როხას” მაისურით იქნება გაზრდილი უპირატესობა მისსა და “თეთრ ლეგენდას” შორის.
