მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მორატი: “ინტერს” მესის და ინიესტას შეძენა სურდა”

მორატი: “ინტერს” მესის და ინიესტას შეძენა სურდა”

მილანის “ინტერის” ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ, განაცხადა, რომ კლუბს თავის დროზე ლიონელ მესის და ანდრეს ინიესტას შეძენა სურდა. იტყობინება, Goal.

“მესი ჩვენ მსოფლიოს 18 წლამდელთა ჩემპიონატზე შევამჩნიეთ. ჩემი სკაუტები ბარსელონადან დაბრუნდნენ და მისი ჯანმრთელობის პრობლემებზე მიყვებოდნენ, ასევე ლეოს ურთიერთობაზე კატალონიურ კლუბთან. გადავწყვიტე ყველაფერი უცვლელად დამეტოვებინა. ვფიცავ, მესის “ბარსელონაში” ისე ეპყრობოდნენ, როგორც მამა საკუთარ შვილს. 

წარუმატებელი ტრანსფერები? როგორც ანდრეს ინიესტას ტრანსფერი. მის შემთხვევაში, ჩვენ ფეხბურთელთან მოლაპარაკების დონემდეც ვერ მივედით. მე “ბარსელონას” ხელმძღვანელობასაც შევხდი, მაშინდელ “ინტერს” კი ეკონომიური სიმძლავრე გააჩნდა. კატალონიელებს ბევრ ფეხბურთელზე ვესაუბრე, თუმცა როდესაც ინიესტა ვახსენე, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ნებისმიერი წინადადების შეთავაზება შემეძლო, თუმცა ისინი მას არასოდეს გაყიდიდნენ.” – განაცხადა, მორატიმ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • Ludovic Giuly
    schedule 09 მარ 2019, 11:21

    ხავიც და რონალდინიოც გეყიდათ

  • M10 S9 D11
    schedule 08 მარ 2019, 13:54

    უუჰ ნამეტანი მოგინდომებიათ

  • Bonzo1979
    schedule 08 მარ 2019, 13:03

    Aba ra gegona 😂 gagatandnen???