workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთმა და ჰოლანდიამ მოიგეს

ესპანეთმა და ჰოლანდიამ მოიგეს

გუშინ გაიმართა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები. ერთ–ერთი გამორჩეული იყო ესპანეთისა და ჩეხეთის დაპირისპირება. პირველ ნახევარში “ფურია როხამ” მაინც და მაინც კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა და 27–ე წუთზე ფრანგული “ბორდოს” ფეხბურთელმა, იაროსლავ პლასილმა ანგარიშიც გახსნა; სტუმრები წინ გავიდნენ. მეორე ტაიმი ესპანეთის სრული უპირატესობით წარიმართა და 69–ე და 72–ე წუთებზე დავიდ ვილას გოლების წყალობით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ესპანეთი: კასილიასი, კაპდევილა (კაზორლა, 57′), პიკე, რამოსი, არბელოა, ინიესტა, ალონსო (ტორესი, 46′), ჩავი, ბუსკეთსი, ნავასი, (მარჩენა, 87′), ვილა. ჩეხეთი: ჩეხი, კადლეცი, ჰუბნიკი, სივოკი, პოსპეხი, პუდილი (გლუშეკი, 78′), პლასილი, ჰიუბშმანი, როსიცკი, რეჟეკი (ნეციდი, 84′), ბაროში. ასევე გუშინდელი დღე წარმატებული გამოდგა “ბარსელონას” კიდევ ერთი ფეხბურთელის, იბრაჰიმ აფელაისთვის. ჰოლანდიის ნაკრები უნგრეთს ეწვია და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მიწასთან გაასწორა მასპინძლები. ბერტ ვან მერვეიკის გუნდმა ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა და 15 ქულით კიდევ უფრო განიმტკიცა პირველი ადგილი. ანგარიში მერვე წუთზე რაფაელ ვან დერ ვაარტმა გახსნა. პირველი ნახევრის მიწურულს, 45–ე წუთზე “ბლაუგრანას” ახალწვეულმა ფეხბურთელმა იბრაჰიმ აფელაიმაც იჩინა თავი და თავისი ნაკრების უპირატესობა გაზარდა. მეორე ტაიმიც ასევე სტუმართა უპირატესობით დაიწყო. 54–ე და 62–ე წუთებზე დირკ კაიტმა და რობინ ვან პერსიმ საბოლოოდ გადაწყვიტეს მატჩის ბედი. 0:4, უნგრეთი განადგურდა და პირველ ადგილზე მყოფ ჰოლანდიელებს ახლა უკვე 6 ქულით ჩამორჩება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში