“ჟირონას” წინააღმდეგ, “ბარსელონას” ძირითად გუნდში ფრანგი მცველის, ჟან-კლერ ტოდიბოს დებიუტი შედგა.
19 წლის ფეხბურთელმა ნახევარმცველის პოზიციაზე, კარლეს ალენიასთან და რიკი პუჩთან ერთად თამაშობდა, ბურთის დაკარგვის შემდეგ კი მესამე ცენტრალური მცველის მოვალეობას ასრულებდა.
“ბარსამ” ტოდიბო იანვარში, “ტულუზადან” დაიმატა. აქამდე, მას ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდა, რადგან ზაფხულამდე მისი მოსვლა გათვალისწინებული არც იყო. სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე, ის სათამაშო პრაქტიკას ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩებში მიიღებს.




საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ტოდიბომ
აიაქსი მოუვლის მანჩესტერს
პსჟ-ს ქართული ფანკლუბის გვერდი არ აქვს? 🤔 ფბზე პირველი ტაიმის ანგარიშის მერე აღარაფერი დაუწერიათ 😁