ცნობილმა საფეხბურთო ექსპერტმა, გილემ ბალაგემ, პრესასთან ინტერვიუში “ბარსელონას” კაპიტნის, ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა. იტყობინება, Dailystar.co.uk.
“მე ვფიქრობ, მესის წინ მინიმუმ კიდევ ოთხი წელი აქვს, რათა პიკში იმყოფებოდეს. ამის შემდეგ, თუ ის მოისურვებს, კვლავ “ბარსელონაში” ითამაშებს და მოედანზე გამოსვლით გუნდისთვის სასარგებლო ქმედებებს განახორცილებს.
სანამ აქამდე მივალთ, მას ჯერ კიდევ აქვს ნაპერწკალი, თუმცა ტრავმისგან დიდ ტკივილს გრძნობს.
ის საუკეთესო “ცხრიანია”, საუკეთესო “ათიანი” და საუკეთესო “რვიანი”. მას მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია მე ვფიქრობ, მესი დიდი ხნით დარჩება “ბარსელონაში” – განაცხადა, ბალაგემ.

ასე 35 წლის ასაკში ამოწურავს კარიერას
მესის თამაშის სტილიდან გამომდინარე 4 წელზე მეტიც შეიძლება იყოს ფორმის პიკში