კატალონიის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, კარლეს პუჩდემონმა, რომელიც ამჟამად ბელგიაში ცხოვრობს, ჟერარ პიკეს პოლიტ-პატიმრებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისთვის მადლობა გადაუხადა.
“ეს ექსტრაორდინალურია, მადლობა პიკეს თავდადების და გაბედულობისთვის.
თუ ესპანური ტელევიზია კატალონიელ პატიმრებს მეტ ყურადღებას დაუთმობს, ხალხი რეალურ სურათს უკეთესად დაინახავს. ყოველთვის მსაჯებზე საუბრის ნაცვლად, ამის გაკეთებით ესპანეთი უფრო გაიზრდებოდა, როგორც ქვეყანა” – თქვა მან.

სულით კატალონიელია პიკუნია