მადრიდის ”რეალის” მეკარემ, იკერ კასილიასმა ხოტბა შეასხა ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის ”ბარსელონას” ნახევარმცველს, ჩავიერ ერნანდესს, იტყობინება ”მარკა”.
კასილიასის განცხადებით, ჩავი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ესპანეთის ისტორიაში.
”თუ ჩავი არ არის ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, ათეულში მაინც აქვს თავისი ადგილი. მე მას 15-16 წლიდან ვიცნობ. მქონდა ბედნიერება გავზრდილიყავი მასთან ერთად. დროთა განმავლობაში ის ჩამოყალიბდა ისეთ ფეხბურთელად, როგორის ხილვაც ყველას სურდა მოედანზე. ყოველთვის ვიძახდი, რომ ”ბარსელონას” დამარცხებისთვის საჭიროა შემადგენლობიდან კონკრეტულად ჩავის ჩამოშორება.” – განაცხადა კასილიასმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჩავიერ ერნანდესი ნაკრების მაისურით საიუბილეო მეასე მატჩს ჩაატარებს.
