მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ექს-მოთამაშემ კარიერა გულის პრობლემების გამო დაასრულა

“ბარსელონას” ექს-მოთამაშემ კარიერა გულის პრობლემების გამო დაასრულა

34 წლის ესპანელმა მოთამაშემ, ანდრეა ორლანდიმ, კარიერა გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, იძულებით დაასრულა. იტყობინება, Goal. 

“ამ მომენტისთვის ფეხბურთის თამაში უსაფრთხო აღარაა. ძალიან განცვიფრებული დავრჩი, როდესაც ექიმმა ეს ამბავი შემატყობინა. ამ ამბავს უკვე შევეგუე, ექიმებმა კი დროულად მიშველეს. 

მე შემიძლია ოპერაციის გაკეთება და თამაშის გაგრძელება, თუმცა 34 წლის ასაკში გარისკვა არც თუ ისე კარგი ნაბიჯია.” – განაცხადა, ორლანდიმ. 

ორლანდი “ბარსელონას” საკუთრება 2005-2007 წლებში გახლდათ, ესპანელი ძირითადად “ბარსელონა ბ”-ში ასპარეზობდა, თუმცა 2005/2006 წლების სეზონში პირველ გუნდში ერთადერთი ოფიციალური შეხვედრაც ჩაატარა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • Dont_Speak
    schedule 26 თებ 2019, 07:19

    34 წლის იყო რა ეჩქარებოდა თან ბარსა ბ ში იყო ყველაფერი წინ ქონდა ჯერ კაცო

  • M10 S9 D11
    schedule 26 თებ 2019, 00:20

    ოოო ცუდია