მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ნახევარცმევლმა ესტებან გრანერომ ისაუბრა, კატალონიის “ბარსელონასთან” გასართ მატჩებზე. მოგეხსენებათ “რეალი” “ბარსელონას” “დელ რეის თასის” ფინალში დაუპირისპირდება და ასევე ლა ლიგაშიც. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ეს ორი გუნდი ერთმანეთს კიდევ ორ მატჩში დაუპირისპირდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ “ბარსელონაც” და “რეალიც” გავლენ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში:
” მე თავს არ ვარიდებ “ბარსას”, მაგრამ არ მსურს მათთან 4–ჯერ შეხვედრა. ყველაფერი გადაწყდება კალენდრისა და შედეგების მიხედვით. ჩვენ უნდა შევეცადოთ მათ დამარცხებას, მაგრამ ეხლა ნაადრევია ამაზე ფიქრი. კონცენტრაცია გვჭირდება იმისათვის, რაც ეხლა ხდება,” დაასრულა გრანერომ.
