“არსენალის” ჰოლანდიელმა შემტევმა, რობინ ვან პერსიმ, გიახსენა 1/8 ფინალური მატჩი “ბარსელონას” წინააღმდეგ და განაცხადა, რომ მისი ბარათები “ბლაუგრანელთა” წუწუნის დამსახურებაა. რობინი გაოგნებული იყო იმით, რომ ხალხმა მის მიმართ ძალიან დიდი აგრესია გამოხატა, როდესაც მესიზე დაჯარიმდა.
“ჩემთვის სრულიად გაუგებარია რატომ ატეხეს ამხელა ხმაური “ბარსას” ფეხბურთელებმა, როდესაც მე მესიზე დავჯარიმდი. ხალხი მზად იყო შური ეძია ჩემზე, მაგრამ ვიტყვი რომ იგივენაირად მოვიქცეოდი სხვა ფეხბურთელთანაც. დარწმუნებული ვარ, მესის ადგილზე რომ მასკერანო ყოფილიყო, არავინ ხმას არ ამოიღებდა”.
“ბარსელონელები” მუდამ წუწუნებენ მოედანზე და ეს ძალიან მოქმედებს ფსიქოლოგიურად. ანალოგიურად იქცევიან ინგლისში “ჩელსის” ფეხბურთელებიც. “ბარსელონა” ფანტასტიური გუნდია, მაგრამ ეს თვისება უნდა მოიშორონ, რადგანაც ძალიან გამაღიზიანებელია”. განაცხადა ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა.
