“ბარსელონას” არგენტინელ კაპიტანს, ლიონელ მესის, გუშინდელ შეხვედრაში დუბლის გაფორმება შეეძლო, თუმცა “ვალიადოლიდის” მეკარემ, ჟორდი მასიპმა იმარჯვა.
შეხვედრის 85-ე წუთზე კატალონიელებმა შეხვედრაში მეორე თერთმეტმეტრიანი მიიღეს, (43-ე წუთზე მესიმ პირველი გაიტანა) “ბარსელონას” კაპიტანი ნიშნულთან კვლავ მივიდა, თუმცა ამჯერად მას მასიპმა აჯობა.
სტატისტიკოსებმა უკვე გადაამოწმეს მესის პენალტების სტატისტიკა, 31 წლის თავდამსხმელმა კარიერაში 106 დარტყმა შეასრულა და აქედან 24-ის გატანა ვერ მოახერხა, 21 მათგანი “ბარსელონაში” 3 კი არგენტინის ნაკრებში.

ერთი თვის წინ წერდნენ, რონალდუმ რო გააფუჭა თავის პენალტი იუვებტუსში, რო მესის გაუთანაბრდა გაფუჭებულებითო, და ორივეს 25 აქვსო, ეხლა რა მოხდა რომელიღაც ძველი გაფუჭებული ჩაუთვალეს?
ორი პენალტი რო გააფუჭა რა მწარედ მახსოვს 2012 წელს ჩელსისთან რო ვერ გაიტანა ნახევარ ფინალში და 2016 წელს ჩილეს რო ვერ გაუტანა ფინალში პენალტების სერიაში ორივე მატჩში დამარცხდა
მთავარია რომ ულამაზესი ჯარიმები გააქვს