მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი მასიპის დაბრუნება “კამპ ნოუზე”

ჟორდი მასიპის დაბრუნება “კამპ ნოუზე”

“ბარსელონაში” გატარებული 9 წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ჟორდი მასიპმა ძირითად შემადგენლობაში ოფიციალურად მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა, გუნდის მესამე მეკარემ წასვლა გადაწყვიტა და “ვალიადოლიდს” შეუერთდა. 

გუშინ, მან ახლანდელ კლუბთან ერთად “კამპ ნოუზე” პირველად ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ კასტილიურმა გუნდმა მატჩი წააგო, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

30 წლის მასიპმა ლიონელ მესის პენალტი აუღო და არგენტინელთან ერთად კევინ-პრინს ბოატენგის, უსმან დემბელეს, ლუის სუარესის და ფილიპე კოუტინიოს დარტყმების მოგერიებაც მოახერხა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 17 თებ 2019, 14:43

    ტიპი ბუცებიდან ამოხტა და გოლი არ გაუშვა რამ გააგიჟა ესე

  • Davit..
    schedule 17 თებ 2019, 13:33

    ციტატა: nika 54

    ციტატა: Wtf man
    ამასაც ეხლ მოუნდა კასილასობა და ნოიერობა. რა ბურთები გამოაძრო

    იქნებ დამრტყმელები არ ვარგოდენ? გინახავთ როდისმე ბარსას ამდენი მომენტი გაეფუჭებინოს, გუნდი საზიზღარ ფორმაშია, რეალთანაც და ლიონთანაც შანსი მინიმუმია ასეთი თამაშით.
    ოღონდ არ დამიწყოთ ეხლა ბარსას ფანი არ იქნებიო, მე ბარსას ფანი 1974 წლიდან ვარ და ასეთი საზიზღრობა(მოედანზე სიზარმაცე, ურთიერთ შეუთანხმებლობა) მარტო როურას და მარტინოს დროს მახსოვს ვილანოვას ავადმყოფობის მერე, დაახლოებით ის თამაში ბავარიასთან რო ორ თამაშში 7 უპასუხო მივიღეთ.

    რაღაც მხრივ გეთანხმები,მაგრამ იგივე სიტუქცია ნამდვილად არ არის..აქ ბევრი წერს რომ მწვრთნელის ბრალია ყველაფერიო რეალურად ფეხბურთელებშია პრობლემა სუარესს გუშინ ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა გასატანი და უაზროდ მოქმედებდა არ ვუკარგავ მეკარეს თავის სეივებს მაგრამ სხვანაირად თამაშიც შეეძლო..მესი აშკარად თავს უფრთხილდებოდა ტრავმის მიღების შიში ქონდა დემბელეს ახალი მოშუშებული ქონდა ტრავმა და ლოგიკურიც იყო რო ვერ იფრენდა..მხოლოდ პიკე იყო დამაჯერებელი და ასე თუ ისე კოუტინიოც კარგად შემოვიდა მაგრამ თუ დააკვირდები შემოსვლიდან რამდენ წუთში მიიღო პირველად ბურთი თითქმის 7წუთის განმავლობაში ტყუილად დარბოდა..მარტივი მოგება უნდოდათ იდეაში გამოვიდა კიდეც ორთაბრძოლებში ნაკლებად შედიოდნენ..და კიდევ კარგად გამოჩნდა არტურის როლი ნახევარდაცვაში

  • nika 54
    schedule 17 თებ 2019, 13:14