”ბარსელონას” ნახევარმცველმა, იბრაჰიმ აფელაიმ ისაუბრა მის დამოკიდებულებაზე ლიონელ მესისთან და ასევე კატალონიურ კლუბთან ადაპტაციაზე.
”ვაცნობიერებ, რომ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ.”
”7 წუთით თამაში ”ბარსელონას” რიგებში გაცილებით ღირებულია, ვიდრე სათამაშო დრო ნებისმიერ სხვა გუნდში.”
”ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში ”არსენალის” წინააღმდეგ, მე მოედანზე უნდა შემოვსულიყავი, როდესაც ანგარიში იყო 1:1. ის ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან თამაშებში მწვრთნელს ჩემი ხილვა სურს მოედანზე, ადასტურებს იმას, რომ მე სწორ გზაზე ვდგევარ, მიუხედავად იმისა, რომ აქ სულ რამდენიმე თვის წინ გადმოვედი.”
”ყველაზე მნიშვნელოვანი ”ბარსელონაში” ისაა, რო აქ ყველანი უბრალო ადამიანები არიან. ეს მე ძალიან მეხმარება. ყველაფერ ამასთან ერთად ისინი დიდებული ფეხბურთელები არიან. თითოეული მათგანი მეხმარება, რომ თავი ისე ვიგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. ასეთი რამ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.”
”მესი საერთოდ არ საუბრობს ინგლისურად, თუმცა ფეხბურთის ენა უნივერსალურია. მე ესპანურს ვსწავლობ, ასე რომ მომავალში ყველაფერი მარტივად იქნება. რა მომწონს მესიში? ის მყარად დგას მიწაზე და ღრუბლებში არ დაფრინავს. ზოგჯერ ნახავ ფეხბურთელებს, რომლებიც თავს სამყაროს ცენტრად აღიქვამენ, თუმცა მე უპირატესობას ”ნორმალურ” ფეხბურთელებს ვანიჭებ.” – ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს Goal.com.


