workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიანი: “ბედნიერი ვარ, რომ “ბარსაში” 100 მატჩი ჩავატარე”

ბოიანი: “ბედნიერი ვარ, რომ “ბარსაში” 100 მატჩი ჩავატარე”

ესპანეთის ჩემპიონატის 29–ე ტურში, სერბი წარმოშობის ბოიან კრკიჩმა, მეასე მატჩი ჩაატარა “ბლაუგრანას” მაისურით. საიუბილეო შეხვედრა მან “ხეტაფეს” წინააღმდეგ გამართა. მან არამარტო 100 მატჩი ჩაიწერა იმ დღეს, არამედ გოლით აღნიშნა იუბილე, იტყობინება “მარკა”.

 

“მე უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან ჩავატარე ამ რაოდენობის მატჩი და მხოლოდ 20 წლის ვარ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მე მენდობიან აქ. მაქსიმალურად შევეცდები გავართლო მათი იმედები. მე გავაგრძელებ იმის მტკიცებას, რომ შემიძლია გავხდე ამ უდიდესი კლუბის შეუცვლელი ფეხბურთელი. ძალიან ბევრს ვიშრომებ. იმედი მაქვს, რომ მხოლოდ 1 წელი არ მომიწევს “ლურჯ–ბროწეულისფერებში” თამაში. იმ 4 წელიწადში, რომელიც “ბარსაში” გავატარე, შევიძინე უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება”.- დაასრულა ბოიან კრკიჩმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში