workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნავასი: ”ინიესტას გოლს ყოველ დღე ვუყურებ”

ნავასი: ”ინიესტას გოლს ყოველ დღე ვუყურებ”

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურმა მატჩმა, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარდა, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველ ხესუს ნავასზე, იტყობინება ”მარკა”.

”სევილიის” ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ესპანელებმა დაიმსახურეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

”მე ყოველდღე ვუყურებ იმ ეპიზოდს, როდესაც ინიესტამ გამარჯვების გოლი გაიტანა ჰოლანდიელთა კარში. ეს დაუვიწყარი მომენტია. ვფიქრობ, რომ ეს წარმატება დავიმსახურეთ როგორც ჩვენ, ასევე გულშემატკივრებმა.” – განაცხადა ნავასმა.

ესპანეთის ნაკრების მომდევნო თამაშებზე, რომელიც მათ ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ტურის ფარგლებში, ჩეხეთისა და ლიტვის ნაკრებთა წინააღმდეგ უნდა ჩაატარონ, ნავასმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: ”ის, რაც ჩვენ ბუენოს-აირესში და ლისაბონში დაგვემართა, მეტჯერ აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ რაც შეიძლება კარგად უნდა ვითამაშოთ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში