“ბილბაოს” და “ბარსელონას” შორის ამ წუთებში მიმდინარე მატჩში ჟერარ პიკეც მონაწილეობს. კატალონიელი მცველი ერთადერთია, რომელმაც აქამდე გამართულ 23-ივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.
ამ მხრივ, ლიგაში პიკეს კონკურენციას “ვალიადოლიდის” ფეხბურთელი, ფერნანდო კალერო უწევდა, თუმცა ამ ტურში მას დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.
ჯამში, პიკეს ანგარიშზე მოედანზე გატარებული 1 980 წუთია.

დაასვენოს ერთხელ თორე ეს ისედაც ვერაა თვსი მატორზე და როდის დაასტუკებს კაცმა არ იცის
ყოჩაღ!