მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: დემბელეს 1:30 საათზე ვესაუბრე

ბართომეუ: დემბელეს 1:30 საათზე ვესაუბრე

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში, უსმან დემბელეს მთავარ პრობლემას ვარჯიშებზე დაგვიანება წარმოადგენდა. ეს, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახის გართობაზე დამოკიდებულებით იყო გამოწვეული, რის გამოც ფრანგი ფეხბურთელი დილით ადრე ადგომას ვერ ახერხებდა. თუმცა, ახლა გაირკვა, რომ დემბელეს ღამისთევის “ნამდვილი მიზეზი” “ბარსელონას” პრეზიდენტი ყოფილა. 

“იმედი მაქვს, დემბელე ასე გააგრძელებს. მას დიდი ნიჭი აქვს და ყოველთვის, როცა მოედანზე გადის, ჩვენს გაკვირვებას ახერხებს. ერთხელ დილის 1:30 საათზე ვესაუბრე და მითხრა, რომ “ბარსელონაში” დიდი წარმატების მიღწევა და გულშემატკივრების გულის მოგება სურს”. – თქვა ჟოზეპ ბართომეუმ COPE-სთან ინტერვიუში. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 07 თებ 2019, 01:18

    გვაკლია დემბო გვაკლია