workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შესაძლო დერეფანი “ბერნაბეუზე”

შესაძლო დერეფანი “ბერნაბეუზე”

როგორც იცით, შესაძლოა 30–ე ტურის შეხვედრების თარიღმა გადაიწიოს, რაც გამოიწვევს “ელ კლასიკოს” თარიღის გადაწევასაც. “რეალი”–”ბარსელონა” 16 აპრილს უნდა შემდგარიყო, მაგრამ ამ ცვლილებების შედეგად შეიძლება 23 აპრილს ჩატარდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლა ლიგის შეხვედრა იქნება “სამეფო თასის” ფინალის შედმეგ, რომელიც ვალენსიაში, “მესტალიაზე” გაიმართება.

 

ამის გაკეთება გადაწყვიტა ესპანეთის პროფესიონალურიფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა, ასტიაზარანმა. მისი განცხადებით, კლუბების ხელმძღვანელობა უნდა დაემორჩილოს მათ ბრძანებებს და ყოველივე ეს მათ დაუჯერებლობამ გამოიწვია. ტურების გადადებით ლიგის პრეზიდენტი იძულებულს ხდის კლუბების უფროსობას, რომ გაითვალისწინონ მითითებები.

 

“Copa Del Rey”-ს გამარჯვებულ გუნდს, დამარცხებული “ბერნაბეუზე” გაუკეთებს საპატიო დერეფანს. ეს კი დამატებით მოტივაციაა თითოეული ფეხბუთელისა და გუნდისთვის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში