მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის გარეშე ჩატარებული 3 კლასიკო

მესის გარეშე ჩატარებული 3 კლასიკო

“ვალენსიასთან” მიღებულმა ტრავმამ ლიონელ მესის კოპა დელ რეის ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა ეჭვქვეშ დააყენა. გამოცემა Marca გვახსენებს არგენტინელის მიერ გამოტოვებული სამი “კლასიკოს” მიმოხილვას.

  • 2005/06 – “ბარსელონა” 1:1 “რეალი”: ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩში ანგარიში რონალდინიომ გახსნა (პენალტი). 36-ე წუთზე “სამეფო კლუბის” ბრაზილიელმა ფორვარდმა, რონალდომ წონასწორობა აღადგინა. “ბლაუგრანამ” აღნიშნულ სეზონში ჩემპიონის ტიტული აღმართა. პირველი წრის დაპირისპირების მსვლელობის დროს, ფეხზე წამომდგარი “სანტიაგო ბერნაბეუს” პუბლიკა კატალონიელთა ათიანს ტაშს უკრავდა.
  • 2007 წლის 23 დეკემბერს ჟულიო ბაპტისტას ბრწყინვალე გასროლის წყალობით “ბლანკოსმა” ქომაგებს საახალწლო საჩუქარი გაუკეთა. “ბარსელონა” “კამპ ნოუზე”  მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.
  • 2018/19 – ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი წრის დაპირისპირებაზე არგენტინელი ლეგენდის დანაკლისი არ ასახულა. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” “სამეფო კლუბი” დამანგრეველი ანგარიშით, 5:1 დაამარცხეს, რამაც ხულენ ლოპეტეგის მთავარი მწვრთნელის პოსტი დააკარგვინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 06 თებ 2019, 18:42

    ციტატა: Wtf man
    ბენიტესის დროსაც ხო გამოტოვა? 4-0 რო მოვიგეთ ინიმაც რო გაიტანა ულამაზესი გოლი.. მაგ თამაშის მერე გააგდეს ბენიტესი და ზიზუ დანიშნეს


    იქ მესი სემოვიდა 3-0 ზე და სწორედ ლეოს დაწყებული კომბინაციით გავიდა მეოთხე, ეს კი არ ნიშნავს რო არ იყო, თუმცა სულ 20 წუთი ითამაშა.

  • 77mishka77
    schedule 05 თებ 2019, 21:10

    გამარჯობათ იმედია ხვალ სოლარი დაიცყებს ბარგის ჩალაგება და განმეორებითზე სახში იქნება უკვე

  • Marc-André ter Stegen
    schedule 05 თებ 2019, 21:05

    ციტატა: basa7
    კი მარა ნეიმარის დროს რო 4 0 იყო მაგან რა დააშავა, მესის გარეშე?


    მერე რომ შემოვიდა ალბათ მაგიტო არ ითვლება 🙂

  • basa7
    schedule 05 თებ 2019, 20:59

    კი მარა ნეიმარის დროს რო 4 0 იყო მაგან რა დააშავა, მესის გარეშე?

  • M10 S9 D11
    schedule 05 თებ 2019, 20:02

    იმედია მეტ კლასიკოს აღარ გამოტოვებს ლომი