“ბარსელონას” ახალწვეულმა, კევინ-პრინც ბოატენგმა ლიონელ მესის, წარსული წლებისა და რასიზმის პრობლემაზე ისაუბრა.
“მესი მოედანზე მაგიურ ფეხბურთს აჩვენებს. ლეოს შეუძლია ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთოს. მის წინააღმდეგ თამაში უაღრესად რთულია. არგენტინელის თანაგუნდელობა ამ ასაკშიც კი ახდენილ ოცნებას ჰგავს.
18 წლის ასაკში საკუთარი თავი სამეზობლოს მბრძანებელი მეგონა, რადგან ფული მქონდა. მოგვიანებით მამა გავხდი და ამან მომწიფებაში ხელი შემიწყო. რომ არა რადიკალური გარდასახვა “მილანისა” და “ბარსელონას” დონის გუნდებში ვერ აღმოვჩნდებოდი.
ახლა 83 კილოგრამი ვარ, მაგრამ იყო დრო, როცა 95-ს ვიწონიდი. ლონდონში 20 წლის ასაკში ვმოღვაწეობდი და არაჯანსაღ ცხოვრებას ვეწეოდი. ახალგაზრდობაში მუდამ გართობაზე ფიქრობ, რადგან ფული გაქვს, შენი გარემოცვა კი გეუბნება, რომ ფენომენი ხარ.
რასიზმი? ჩემი მიდგომა ამ საკითხის მიმართ ნათელია. თუ დისკრიმინაციის ბარიერს წავაწყდები მოედანს დავტოვებ და სახლში წავალ, ხოლო თანაგუნდელებს იმავეს გაკეთებისკენ მოვუწოდებ. ეს არამხოლოდ კლუბებისა და ჩემპიონატის, არამედ საზოგადოებრივი პრობლემაა.”-ამბობს კევინ-პრინც ბოატენგი.

ძმა თუ არ გეზარება ერთი ჰალაზე შედი, რაღაც გაურკვევლობაა.
რა სისუელეა ეგ მე არ ვარ პბიექტური მაწერია ნიკად
კაი გასაგებია მეგობარო მჯერა, უბრალოდ ვინც ამას აკეთებს (თუ წაიკითხავს) მინდა ვუთხრა რომ მაგრად მეცოდება!
Romel statiaze???? Mitxari ra
ათამაშოს ვალიკომ ხვალ
ძმა თუ არ გეზარება ერთი ჰალაზე შედი, რაღაც გაურკვევლობაა.
რა სისუელეა ეგ მე არ ვარ პბიექტური მაწერია ნიკად
კაი გასაგებია მეგობარო მჯერა, უბრალოდ ვინც ამას აკეთებს (თუ წაიკითხავს) მინდა ვუთხრა რომ მაგრად მეცოდება!
ძმა თუ არ გეზარება ერთი ჰალაზე შედი, რაღაც გაურკვევლობაა.
რა სისულელეა ეგ მე არ ვარ ობიექტური მაწერია ნიკად
ძმა თუ არ გეზარება ერთი ჰალაზე შედი, რაღაც გაურკვევლობაა.
იმედია ხვალ ამას და ვიდალს ორივეს ათამაშებს 20 წუთი მაინც რამოსი მინდა გაწიხლონ მაგრად
ეს და ვიდალი ელ კლასიკოში როცა იქნებიან მინდორზე რამოსი ჩუმათ ივლის "ღელე-ღელე" 😀