მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლეს ალენიას ინტერვიუ

კარლეს ალენიას ინტერვიუ

კატალონიურმა რადიომ “ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველ კარლეს ალენიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– რას იტყვით, სამეფო თასის ნახევარფინალზე?

– ოთხშაბათს განსაკუთრებული თამაში იქნება, განსაკუთრებით ჩემთვის, ეს ჩემი პირველი “ელ კლასიკოა”, ამავდროულად ნახევარფინალური მატჩია.

– რომელი ფეხბურთელი ახდენს გავლენას შენს თამაშზე?

– ჩემს თამაშის სტილს ყოველთვის დეკოსას ვადარებ. მე ისევ ვუყურებ მის ვიდეოებს და ვაკვირდები დეკოს მოძრაობებს. ასევე შემიძლია ვტქვა ჩავისა და ინიესტაზეც.

– აიხდინე შენი ოცნება “ბარსას” პირველ გუნდში თამაშით?

– პირველ გუნდში თამაშით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, იმ წუთებით, რომელსაც მოედანზე ვატარებ. ყოველთვის კარგია, როცა საუკეთესოებისგან სწავლობ.

– რა რჩევებს გაძლევთ ვალვერდე შენ და სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებს?

– ის უბრალოდ გვეუბნება, რომ ვიყოთ მომთმენები, ვინაიდან ჩვენ “ბარსელონას” ქვედა კატეგორიაში ვართ. ვალვერდე კარგი მწვრთნელია.

– დე იონგი?

– საუკეთესო ფეხბურთელები ყოველთვის “ბარსელონაში” უნდა მოვიდნენ. დე იონგი ძალიან მომწონს, მასთან კონკურენცია გუნდისთვის ძალიან კარგი იქნება.

– მესი?

– ის ძალიან მშვიდი და დარწმუნებულია ოთხშაბათს გასამართი მატჩის წინ.

– თუ საუკეთესო კლუბი შენ გენდობა და სურს გუნდში იყო, არანაირი ეჭვი არ უნდა გქონდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • Messi, Iniesta
    schedule 05 თებ 2019, 14:37

    კარლეს კარგი ფეხბურთელი ხარ, ხშირად ზუსტ პასებს აკეთებ, მაგრამ კიდე ბევრი უნდა ისწავლო!

  • neo222
    schedule 05 თებ 2019, 14:00

    Pirveli elklasikoao. Itamashebs ki?!

  • sandman
    schedule 05 თებ 2019, 10:46

    ალენიას 5 წელიწადში ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ვხედავ , უნიჭიერესია

  • M10 S9 D11
    schedule 05 თებ 2019, 10:28

    დეკომდე ბევრი გიკლია