workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”დოპინგ-კონტროლი” ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელთათვის

”დოპინგ-კონტროლი” ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელთათვის

სამშაბათს, 22 მარტს, ესპანეთის ნაკერბის ფეხბურთელებმა ”დოპინგ-კონტროლი” გაიარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ”ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ხერარდ პიკემ გამოაქვეყნა საკუთარ ”ტვიტერზე”.

”ისევ დოპინგ კონტრლი…” – დაწერა პიკემ თავის ”ტვიტერზე”. შეგახსენებთ, რომ გასულ ხუთშაბათს ”ბარსელონას” ვარჯიშის დროს ”სიუტატ ესპორტივას” ბაზას ”უეფას” წარმომადგენლები მოულოდნელად ეწვივნენ და კატალონიელთა რამდენიმე ფეხბურთელს დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს.

ცნობისთვის, ფეხბურთელთა შემოწმება არ არის გამოწვეული იმ სკანდალური განცხადებით, რომელიც რადიოსადგურ ”კადენა კოპეს” ეთერით გავრცელდა და რამაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა. როგორც იცით, 25 და 29 მარტს ესპანეთის ნაკრებს ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო თამაშები აქვს. შესაბამისად, ”უეფას” რეკომენდაციით გუნდის ყველა წევრი აკრძალული მედიკამენტების მოხმარებაზე შეამოწმეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში