Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფრანსესკ აგილარის ცნობით, “ბარსელონა” ზაფხულში “ლიონის” მარცხენა მცველის, ფერლან მენდის შეძენას შეეცდება.
23 წლის ფეხბურთელი “ლიონში” “ავრიდან” სულ 2 წლის წინ გადავიდა და ამის შემდეგ არა მხოლოდ გუნდის ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება, თავის პოზიციაზე ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ქცევაც მოახერხა.
ნოემბერში, მენდის საფრანგეთის ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.
მიმდინარე სეზონში, “ლიონთან” ერთად ფერლანმა 30 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გაზანგდა გუნდი კუკურელია დააბრუნეთ
eszalianmindaa barsashiii patara abidalii