ამსტერდამის “აიაქსის” მეკარეს, ანდრე ონანას, ჟურნალისტებმა ცოტათი უცნაური შეკითხვა დაუსვეს: შეშურდა თუ არა თანაგუნდელი ფრენკი დე იონგის, რომელიც ცოტა ხნის წინ “ბარსელონას” წევრი გახდა.
“რა თქმა უნდა არა, რატომ უნდა მშურდეს? მე ერთ-ერთი ვიყავი, ვინც დე იონგს “ბარსელონაში” გადასვლა ურჩია. მას ქალაქის, კლუბის და კიდევ ბევრი რამის შესახებ ვესაუბრე. მისი არ მშურს. ძალიან გამიხარდა, რომ ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც “აიაქსის” აკადემიაში ვთამაშობდი, “ბარსაში” გადავიდა”. – უპასუხა ონანამ.
კამერუნელი კიპერი “ბარსას” აკადემიის წევრი 2010-15 წლებში იყო. ამის შემდეგ, ის “აიაქსში” გადავიდა, დღეს კი ჰოლანდიური კლუბის ძირითადი მეკარეა.

ეს რა მაგარი როჟაა იმენა ბარსა უყვარ ბოლო დონეზე
კაი კაცი ხარ შენ