2004 წლის 4 თებერვალს არგენტინელმა ფორვარდმა, ლიონელ მესიმ “ბარსელონასთან” პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.
2012 წლამდე მოქმედი ხელშეკრულების გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენდა. ხელმოწერიდან 1 თვის შემდეგ, 6 მარტს, არგენტინელმა “ბარსელონას” სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
დროთა განმავლობაში ლეო საოცარ ფორმაში ჩადგა და დღეს ის ერთხმად აღიარებულია კატალონიური გრანდის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად.

ყველაზე მაგარი დღე! საუკეთესო დღე!
ყველაზე ბედნიერი დღე ბარსას ისტორიაში
გავლენიანი "Mundo Deportivo"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ამსტერდამის "აიაქსის" ცენტრალური მცველი, მატიას დე ლიხტი მზადაა კატალონიის "ბარსელონაში" გადმობარგდეს.
წყაროს ცნობით, დე ლიხტმა "ბარსასთან" მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია და თანამემამულე დე იონგის მსგავსად კატალონიურ გრანდს ზაფხულში შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ფრენკიში 75 მილიონი გადაიხადეს.
ცნობისთვის, დე ლიხტთან დაკავშირებულ ინფორმაციას არც ერთი ოფიციალური მხარე ჯერჯერობით არ ადასტურებს.
ეგ თუ სიმართლეა ძაან მხვნელ სასტავს ვკრავთ