მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Marca: “ბარსელონას” დაცვის მარცხენა ფლანგის პრობლემები

Marca: “ბარსელონას” დაცვის მარცხენა ფლანგის პრობლემები

მადრიდულმა გამოცემა Marca-მ ყურადღება გაამახვილა “ბარსელონას” დაცვის მარცხენა ფლანგზე და ეს უკანასკნელი, უსუსტეს რგოლად მონათლა.

ხორდი ალბა ერთადერთი ფეხბურთელია “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობიდან, რომელსაც რეალური შემცვლელი არ ჰყავს.

რამდენჯერმე ერნესტო ვალვერდემ სერხი რობერტოს ძალები მოსინჯა ამ პოზიციაზე, თუმცა ესპანელმა უნივერსალმა დავალებას თავი კარგად ვერ გაართვა. მარცხენა ფლანგზე ასევე ვიხილეთ ნელსონ სემედუც, რომელმაც ასევე დიდი გაჭირვებით ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ხორდი ალბას ლა ლიგაში უკვე 5 ყვითელ ბარათი დაუგროვდა და ბილბაოს “ატლეტიკთან” გასამართი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • Messi, Iniesta
    schedule 04 თებ 2019, 22:59

    ვაიმეე დედა… expressionless

  • achigeo
    schedule 04 თებ 2019, 14:52

    რობერტოს მარცხნივ დაყენებას ჯობია მირანდას მისცეს შანსი. არც ისე ცუდია ბიჭია და თან დაცვა გამოსდის მაგ კაცს ასე თუ ისე.

    ან მეორე ვარიანტიც არის, ამდენო მცველი რომ მოვათრიეთ დადგეს რომელიმე მარცხნივ. ვერმალენსაც შეუძლია რამდენადაც მახსოვს მაა თამაში, ლენგლესაც.

  • მესი10
    schedule 04 თებ 2019, 11:31

    სხვა გზა არ არის, რობერტო დადგება ამის ადგილას და სემედო რობერტოს ადგილას, როგორც წინა მატჩში იყო. ცოტა ხანი ეს პრობლემა გვექნება და მომავალი წლიდან დაგვიბრუნდება კუკურელია.

  • M10 S9 D11
    schedule 04 თებ 2019, 09:36

    არაუშავს მირანდა დადგება არაა კარგ ფორმაში ბილბაო და შეიძლება მირანდას თამაში

  • GioO_FCB
    schedule 04 თებ 2019, 05:20

    3 მცველით მაშინ აბა რა გზაა