workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: ”დოპინგის ბრალდება ძალიან სერიოზულია”

ინიესტა: ”დოპინგის ბრალდება ძალიან სერიოზულია”

კატალონიის ”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ დოპინგის მოხმარებასთან დაკავშირებულ ბრაზლდებას ”ძალიან სერიოზული” უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება იმაში, რომ ამ ბრალდებების უკან მადრიდის ”რეალი” დგას.

”დიახ, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა, მაგრამ ჩვენ თამაში გვსიამოვნებს და ამიტომ ჩვენი საქმეები კარგად მიდის.” – განაცხადა ანდრეს ინიესტამ მადრიდის მუზეუმში თავისი ქანდაკების პრეზენტაციისას.

”ბლაუგრანას” ფეხბურთელმა კომენტარი არ გააკეთა იმ ფაქტზე, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში გასვლის შემთხვევაში შესაძლოა კატალონიელებს თავიანთ უშუალო კონკურენტთან, მადრიდის ”რეალთან” მოუხდეთ დაპირისპირება. ”მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართ მატჩამდე, ისევე როგორ ჩემპიონთა ლიგის თამაშებამდე, რამდენიმე ტურია დარჩენილი.”

ინიესტამ კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მისი ქანდაკება მუზეუმში დაიდგა და ხაზი გაუსვა, რომ არ აპირებს ”ბარსელონას” დატოვებას: ”ძალიან კარგად ვგრძნობ თავს აქ და ვფიქრობ, რომ კიდევ რამდენიმე წელი დავრჩები.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში