“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, კარლეს ალენიამ “ვალენსიასთან” გამართული მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ჩემი ტრავმა? ეს წარსულია და ახლა ფიზიკურად, 100%-ით კარგად ვგრძნობ თავს. ჩემი ცვლილება მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო და მიზეზი დაზიანება არ ყოფილა.
მესის ტრავმა? ვფიქრობ, აქ სანერვიულო არაფერია. ვიმედოვნებ, ლეო კარგად იქნება, მან დღევანდელი მატჩი სრულად ითამაშა.
დამატებული 2 წუთი? ეს ძალიან უცნაური იყო. მეტოქის მეკარემ წუთნახევარი მხოლოდ ბურთის თამაშში შეყვანაზე დახარჯა, ფეხბურთელები მოედანზე წვებოდნენ და დროის გაყვანას ცდილობდნენ. პირველ ტაიმში არბიტრმა 3 წუთი დაამატა, რთული გასაგებია.” – განაცხადა ალენიამ.

Neto yviteli mieca msajs ar gaiyvanda dros
ისე მართლა ცოტა დაამატა პირველ ტაიმსაც და მეორესაც პირველი ტაიმზე მინიმუმ 5 წუთი იყო დასამატებელი და მეორე ტაიმში იმშაკალმა ნეტუმ ერტი 5 წუთი დრო გაიყვანა მთელი თამაშის მანძილზე