workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ზაფხულში 4 ფეხბურთელს დაშორდება

“ბარსელონა” ზაფხულში 4 ფეხბურთელს დაშორდება

კატალონიის “ბარსელონა” ზაფხულში ოთხ ფეხბურთელს დაშორდება. ესენი არიან: მცველები, მარტინ კასერესი და ენრიკე; ნახევარმცველი, ალექსანდრე გლები და თავდამსხმელი, კეირისონი. ყველა მათგანი ახლა სხვადასხვა კლუბებში თამაშობს არენდის სახით. “ბლაუგრანა” შეეცდება მათ სამუდამოდ გაყიდვას და თუ ეს არ გამოვა, მაშინ “ლურჯ–ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობა მათ გაშვებას თავისუფალი აგენტების რანგში აპირებს.

 

კასერესი “ბარსაში” 2008 წელს “ვილიარეალიდან” 16.5 მილიონ ევროდ გადმოვიდა; მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ განათხოვრებულ იქნა “იუვენტუსში”. “ბებერი ქალბოტინიდან” იგი კვლავ ესპანეთში დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად “სევილიაში”.

 

ენრიკემაც ასევე 2008 წელს მოირგო მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო კლუბის ფორმა. იგი “პალმეირასიდან” 10 მილიონ ევროდ იქნა შეძენილი. კატალონიელებმა ბრაზილიელი უმალვე გაასხვისეს და არენდის სახით ლევერკუზენის “ბაიერში” გაუშვეს. ახლა 24 წლის მცველი სანტანდერის “რასინგის” ღირსებას იცავს.

 

ჰლებში “ბარსამ” 17 მილიონი ევრო გადაუხადა “არსენალს” 2008 წელს. ბელარუსელმა ფეხბურთელმა 19 მატჩი ითამაშა და შემდეგ გასხვისებულ იქნა “შტუტგარტში”. გერმანულ კლუბს “ბირმინგემ სითი” მოჰყვა. სწორედ ინგისში გამოდის ახლა ალექსანდრე.

 

“ბარსელონამ” “პალმეირასს” 16 მილიონი ევრო მისცა, რათა ახალგაზრდა ტალანტი, კეირისონი შეეძინა. 22 წლის ფორვარდი არენდის სახით ჯერ “ბენფიკაში” გაუშვეს, შემდეგ “ფიორენტინაში”, ახლა კი იგი “სანტოსში” მოღვაწეობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში